LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი – ნანა გეგეჭორი კოვიდით რეინფიცირებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს

803
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსით რეინფიცირების  შემთხვევებზე ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს.

ნანა გეგეჭკორის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„4 მილიონიან პოპულაციაზე ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ გადატანილი კოვიდი, 65 წლამდე ასაკის ადამიანებში, დაახლოებით 77-83%-ით იცავს რეინფექციისგან. სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი. ამ ასაკობრივ ჯგუფში გადატანილი კოვიდი მხოლოდ 47%-ით იცავს ხელახალი ინფიცირებისგან.

ზოგადად, სხვა კვლევებზე დაყრდნობით რეინფიცირება, შემთხვევების დაახლოებით 1%-ს შეადგენს.
ამ კვლევებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, კოვიდ19-ის გადატანა სრულად არ გვიცავს შემდგომი ინფიცირებისგან და ვაქცინაცია ყველასთვის აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა 65 წელს გადაცილებულებისთვის.

P.S. დღემდე მახსოვს ისეტერიული პოსტები, რომ თურმე რეინფიცირება შეუძლებელია. ეს ისტერია ჩემს ისტორიას მოჰყვა, როცა ვთქვი, რომ მეორედ გადავიტანე კოვიდი. არც მეტი არც ნაკლები არგუმენტად მოჰყავდათ, “ჩვენს პროფესორებს დავეკითზე და მითხრეს” ??‍♀️
დაიცავით პრევენციის წესები და აიცერით იმ ვაქცინით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ და უსაფრთხოა თქვენთვის“. – წერს ნანა გეგეჭკორი საკუთარ ფეისბუქზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g