LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული: გიორგი ფხაკაძე

13926
ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთი კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, „​სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება“.

ამავე კვლევის მიხედვით, ​„სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში, ხოლო ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს“

„ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია.

დასკვნა:

ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან დელტა არ იყო ძაან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.

აუცილებელია, ფაიზერის მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ (ბაჰრეინის და სხვების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g