LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად მეკითხებიან, როდის დასრულდება პანდემია, პასუხი მარტივია – WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი

903
1

როდის დასრულდება პანდემია? პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული

“ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით, რა არის ეფექტიანი პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი.” – ამ წინადადებით ასრულებს საუბარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს კლუგე, რომლის მიმართვასაც საქართველოში WHO-ს წარმომადგენლობა ავრცელებს. 

“ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო” – ამბობს ჰანს კლუგე და აცხადებს, რომ პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად და საბოლოოდ – მის დასასრულებლად, საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილიანობა და პანდემია მალე დავასრულოთ, კლუგე ყველაზე მნიშვნელოვან გზებს ასახელებს:

?  ვაქცინაცია;

?  მოგზაურობამდე დაფიქრება, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ის;

?  სიფრთხილე და რისკების შეფასება;

?  ფიზიკური დისტანცია, ხალხმრავალ ადგილებს გარიდება, პირბადის ტარება.

 

 

 

რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა 

 

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და სოციალური ზომების შემსუბუქება, კოვიდშემთხვევების ზრდას იწვევს:

“მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს.

თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია.

ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.” – ამბობს ის.

როგორც კლუგე აღნიშნავს, წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ:

“ამ მიზნის მისაღწევად, რამოდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში – ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ.

უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს კოვიდ-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე.

მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სიცვრეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივცრეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით.” – აღნიშნავს WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი.

 

 

ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს

 

ის რაც მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება – ჰანს კლუგე ამბობს, რომ ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა, კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას:

“ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს.

ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი – სრულად ვაქცინირებული. ეს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად.

უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავცრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.” – ამბობს ჰანს კლუგე.

მისივე განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის “საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების” მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია კოვიდ-19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g