LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?

1128
იმნაძე

მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? – ვიდრე შეზღუდვები იყო, ასე გავრცელებული არ იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც ქვეყნის მასშტაბით პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

მისივე სიტყვებით, დღეს ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, იძლევა იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დაწესდეს.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ – „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა”- აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა წარიმართოს.

„რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად – დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g