თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში საქართველოში არასწორად მართული ვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრობს და წერს:
„ფეისბუქ“-პოსტებით ვერ ვმართავთ პანდემიასო!..
სხვა საკომუნიკაციო სივრცე არ დატოვეთ, რომ ხმა მოგაწვდინოთ, საქართველო ჩემი საზრუნავიცაა და ამის უდლებას ვერავინ ჩამომართმევს.
დიახ, ვერ მართავთ პანდემიას !
დიახ, ბევრი პაციენტი კვდება საქართველოში კოვიდით პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ!
ბიზნესის თუ სხვისი გულის მოგება ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე არის დაუშვებელი!
კოვიდრეგულაციების მოხსნა ან შემსუბუქება ხდება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე:
1. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრული იმუნიზაციის მაჩვენებელი! როცა მოსახლეობის 40%-ია სრულად იმუნიზებული, შესაძლოა შეზღუდვების შემსუბუქების დაწყება ნაბიჯ-ნაბიჯ!
2. შეზღუდვების მოხსნა, საკონტროლო მექანიზმთან უნდა იყოს თანხვედრაში, ანუ რამდენად შემიძლია გავაკონტროლო, ვინ არის აცრილი და ვინ არა, ვინ არის ინფიცირებული და ვინ არა! საჭიროა მოქალაქის რესტორანში, სალონში, თუ სხვა მსგავს თავშეყრის ადგილებში შესვლისათვის. კონტროლისათვის საჭიროა შესაბამის ინფორმაციულ ბაზაზე წვდომა, ადამიანის პირადი მონაცემებზე შეზღუდული წვდომის ფორმით. მაგალითად, არაა აუცილებელი რომ სტომატოლოგმა პაციენტის გინეკოლოგიური ისტორია წაკითხოს და რესტორანმა იცოდეს, რამდენჯერ ჩაუტარდა ადამიანს კორონაროგრაფია. ბაზაზე წვდომა ამ შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ კოვიდინფორმაციაზე წვდომას!
3.მოქალაქის მიერ წარდგენილი მოწმობის შემოწმება უნდა იყოს შესაძლებელი ხარვეზების დაშვების გარეშე! (ეს ეხება ვაქცინაციის მოწმობას, პსრ ტესტს თუ გადატანილი დაავადების ინფორმაციას).
4. მოქალაქეთა უფასო მასობრივი ტესტირება! თუ ადამიანი არ არის აცრილი, მაგრამ მას სურს ისარგებლოს მოხსნილი შეზღუდვებით, მაშინ მას უნდა შეთავაზოთ ალტერნატივა – ტესტირება პსრ ტესტით, ეს უნდა იყოს უფასო მოქალაქისათვის!
5. ჯანდაცვის სიტემამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს კოვიდის მკურნალობის პროტოკოლებს, გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი, დიახ, უკავშირდება არასწორი მკურნალობის პროტოკოლებს!
6. შეუქმენით მოქალაქეებს პირობა, რომ დაიცვან პანდემიის 3 წესი:დისტანცია, ნიღაბი, ჰიგიენა, ისე, რომ ეს მათ ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას დამატებით ტვირთად არ დააწვეს.
7.ვაქცინაციას უნდა ჰქონდეს ზუსტად გაწერილი პირობები, ეგრეთ წოდებულ ბუსტერზე რეგისტრირდება ბევრი ადამიანი! ეს არ არის საჭირო! ამის გამო ვაქცინა აღარ არის მათთვის ვისაც საერთოდ არც ერთი აცრა არ ჩაუტარებია.
8. სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს ბევრი ქვეყანა, ავსტრიამ ადამიანებს დაუტოვა თავისუფალი არჩევანი, ვინც ვერ ან არ აიცრის, მათ უტარდება უფასოდ რეგულარულად პსრ ტეტსტი!
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ეს უკვე ჯანდაცვის სიტემის რეფორმის მასტერგეგმა გამოვა!
დაბოლოს, 3-მილიონიან საქართველოში რამდენი ადამიანი გარადიცვალა კოვიდით და რამდენი დაიბადა პანდემიის დაწყებიდან დღემდე?!“