LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცხვედიანი: „ვაქცინა ნებაყოფლობითია, გავიგეთ, მაგრამ პირბადის გაკეთება-არ გაკეთება რატომ უნდა ქცეულიყო კეთილი ნების და ლამის ქველმოქმედების ჟესტად, გაიგო დღემდე ვინმემ?“

229
makacxvedianienws45

„ევრონიუსის“ წამყვანი, მწერალი მაკა ცხვედიანი სოციალურ ქსელში იმ არათანმიმდევრული პოლიტიკის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში პანდემიის მართვას ახასიათებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„სასტიკად ვმწარდები იმის გამო, რომ ყველაფერი ამოყირავებული და არათანმიმდევრულია მთელ ამ პროცესში და ამ დროს უმარტივესი გამოსავალი გახდა მოქალაქეებისკენ ხელის გაშვერა. ვაქცინა ნებაყოფლობითია, გავიგეთ, მაგრამ პირბადის გაკეთება-არ გაკეთება რატომ უნდა ქცეულიყო კეთილი ნების და ლამის ქველმოქმედების ჟესტად, გაიგო დღემდე ვინმემ? დავუშვათ, მე მიკეთია პირბადე, იმიტომ, რომ ძალიან მშიშარა ვარ ან მეტისმეტად ძვირად მიღირს ეს ჩემი ყეყეჩი თავი, მერე?! ასეთივე წარმატებით შემიძლია გრიმების ზღაპრის გმირივით დავტრაშუნობდე და ნეტავი შიში მაცოდინა-მეთქი, გავიძახოდე; სულ არ მადარდებდეს დღეს მოვკვდები თუ ხვალ და სხვების სიცოცხლის ხანგრძლივობა მით უმეტეს არაფერს მიწყვეტდეს.

მოდი, რა, შენ კეთილი ინებე და დამიწესე ამ ჯანდაბის პირბადის ტარების ვალდებულება და მერე უკვე მე გადავწყვეტ, ყოველდღე ჯარიმა ვიხადო, გაბრაზებულმა რამენაირად ვიკადრო და თავი ამოვაგუდინო ამ ჯვალოს, თუ ერთხელ და სამუდამოდ შევუშვა ამ მართლა ყეყეჩ თავში, რომ პირბადის ტარებითაც, დაბადების დღეებზე სიარულისგან თავის შეკავებითაც და ბათუმში გუგუნზე უარის თქმითაც საკუთარ თავს ვუფრთხილდები და კიდევ ყველას, ვისი სიცოცხლეც უსაზღვროდ ძვირად მიღირს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g