LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური გარჩევა ზუგდიდში – დაჭრილია სამი პირი

104

ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეშია დაჭრილი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი კიდევ ერთი პირი, მესამეს კი მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ე.წ ქურდულ გარჩევას უკავშირდება. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდლობის მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები