LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომისიის დასკვნაში ერთი სიტყვა ტყუილი მონახონ და მე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისეთს, როგორიც უნდათ: მამუკა მდინარაძე

70
მამუკა მდინარაძე

ოპოზიციას მესამედ მივმართავ – არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ერთი აბზაცი, სტროფი, ფრაზა, ერთი სიტყვა ტყუილი მონახონ და მე პირადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისეთს, როგორიც უნდათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რომ ტყუილი არ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გაყალბება მათი მოგონილი პროექტი იყო.

“წარმოუდგნელი ამბავია, როცა ქვეყნის დღის წესრიგად გადააქციეს ე.წ. ცრუ კამპანია გაყალბებული არჩევნების სათაურით და საუბარსაც კი ერიდებიან ამაზე” მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პერმანენტულად იწყებს ახალი ტყუილების კამპანიას.

“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვინც არის ამ სფეროში კომპეტენტურია და ამავე დროს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც დადო დასკვნა” აცხადებს მდინარაძე.

“ახლა ოპოზიციას მივმართავ მესამედ, ერთი აბზაცი, სტროფი, ფრაზა, ერთი სიტყვა ტყუილი მონახონ და მე პირადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისეთს, როგორიც უნდათ. სპეკულაციურ ტყუილს თუ ნახავენ, თუმცა, სხვა ტყუილი არ არსებობს, ტყუილი რომ არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბება იყო მათი მოგონილი პროექტი, რითაც უნდათ ქვეყნის ჩამონგრევა, რაც ვერ მოახერხეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g