LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება გაუადვილა: ვიოლა ფონ კრამონი

88
1

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც არც კი მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს, გაუადვილა “ქართულ ოცნებას” ამ შეთანხმების ანულირება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს.

კრამონი “ტვიტერში” ასევე აქვეყნებს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებას,   რომელშიც წერია, რომ “ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის, კრამონი აქვე აღნისნავს, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება და რიში მართალია:

“მართალია, სამწუხაროდ, ასევე მართალია უდიდესი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაც კი არ დაუწყია. მათ გაუადვილეს “ქართულ ოცნებას” ხელმოწერის გაუქმება. კიდევ უფრო მართალია – ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება”, – წერს კრამონი “ტვიტერში”.

 

 

mazda magti 5g