LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ ბრიტანელ დიპლომატებს გავაძევებთ – სერგეი ლავროვი

92

დიდი ბრიტანეთის მიერ სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო 23 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიას განუცხადა.

სერგეი ლავროვმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის, ბრალდებებს “სიგიჟე” უწოდა და ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობა უარყო.

მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობის მიდგომა ამ საკითხისადმი “ბრექსითთან” დაკავშირებით არსებული პრობლემებით არის განპირობებული.

ლავროვს დიპლომატების გაძევების დრო არ დაუკონკრეტებია, თუმცა ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ ეს მალე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ, პარლამენტს განუცხადა, რომ სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გააუქმებს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g