LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდება, მეორედ სხვა ვაქცინის გაკეთებას შეძლებს: ივანე ჩხაიძე

96
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდებათ, მეორედ სხვა ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

აღნიშნულის შესახებ მან გუშინ, იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ახლა გავდივართ პიკს, რომელიც შეიძლება 2 კვირა გაგრძელდეს: გამყრელიძე

„ეს გვერდითი რეაქცია უნდა შეფასდეს იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც ამ გვერდით მოვლენებს აფასებს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მეორედ გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინა.

ვთქვათ, თუ პირველი „ასტრაზენეკაზე“ ჰქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული ამ ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორედ გაიკეთოს „ფაიზერი“ ან ნებისმიერი, რომელიც მას სურს. დღეს იმუნიზაციის საბჭომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გამყრელიძე: თუ ჩვენ სამ თვეში სამ მილიონ აცრას გავაკეთებთ, სრულად შევაკავებთ პანდემიის ყველა მაჩვენებელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g