LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ახლა გავდივართ პიკს, რომელიც შეიძლება 2 კვირა გაგრძელდეს: გამყრელიძე

92
ამირან გამყრელიძე

“ახლა ჩვენ გავდივართ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 დღე, 2 კვირა და შემდეგ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობასა და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში კვლავ უცვლელი რჩება.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უმთავრესია პირბადის ტარება ყველგან და მათ შორის გარე სივრცეებშიც, სადაც დაცული არ არის დისტანცია:

“შეიძლება ვთქვათ – მესამე ტალღის შემდგომი განვითარება ან თუ გნებავთ, დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი, ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. თუმცა, რასაც ვპროგნოზირებდით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, აბსოლუტურ რიცხვში კი იზრდება რაოდენობა, მაგრამ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულწილად გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ ,რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 დღე, 2 კვირა და შემდეგ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით – ამას  ჰელსმეტრიკის ინსტიტუტიც გვეუბნება.

ეს რომ შევაკავოთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და ყველა რეკომენდაციის დაცვა. ამ რეკომენდაციებიდან კი ყველაზე მთავარია პირბადის ტარება ყველგან და მათ შორის, გარე სივრცეებშიც, სადაც დაცული არ არის დისტანცია, იქ სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, რადგან პირბადეზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის.” – თქვა მან.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ეპიდაფეთქების ის კერა, რაც ქვეყანაშია, იწყება დიდი თავშეყრის ადგილებიდან, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე, დიდი წვეულება თუ სხვა.

მისივე თქმით, კულტურის წესად უნდა იქცეს, რომ ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე მივიდეს ორჯერადად აცრილი ადამიანი და არ მივიდეს, თუ ის აცრილი არ არის და დაპატიჟებულია, ან მივიდეს ისე, რომ გაიტესტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები