LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ სამართალდამცველებთან ერთად გუდაურში საბაგირო გზის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზებს უცხოელი ექსპერტებიც დაადგენენ

42

ქართველ სამართალდამცველებთან ერთად საბაგირო გზის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზებს, უცხოელი ექსპერტებიც დაადგენენ.

საძელეს საბაგირო გზა და მისი ორივე სადგური ამ დროისთვის დალუქულია. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, გეგმიური ტექნიკური შემოწმება საძელეს სადგურს 2017 წელის დეკემბერში ჩაუტარდა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუდაურში დღეს დენის მიწოდება არ შეწყვეტილა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g