LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში რუსეთის ელჩისგანცხადებას არაზუსტი უწოდა

45
11639769-10153028565529779-394733104-o

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებას არაზუსტი უწოდა.

„მის მიერ სიტუაციის შეფასება არაზუსტია, არასწორია. რუსებისთვის ვიზის სამწლიანი ვადის ამოწურვაში ახალი არაფერია. როდესაც ვიზას ვადა ეწურება, ამ პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, ან შეიტანონ განაცხადი მის გახანგრძლივებაზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 სექტემბრამდე მისცა. ელჩის განმარტებით, აღნიშნული დიპლომატების ვიზების მოქმედების ვადა იწურება. ამასთან, მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, „რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g