LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და ეს ლხინის სუფრა მერე ჭირად იქცევა ხოლმე: იმნაძე

408
page

“რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ხოლმე ეს ლხინის სუფრა.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძემ, კითხვაზე – რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ შეზღუდვებთან დაკავშირებით და ემხრობა თუ არა რეგულაციების გამკაცრებას, განაცხადა, რომ ის ემხრობი მკაცრ შეზღუდვებს:

” ხალხის სახელით ვინც ლაპარაკობს, მან უნდა მოითხოვოს, კონსესუსი უნდა იყოს საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში, მე არავისთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, მე ვამბობ ჩემს აზრს – რომ მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს.” – თქვა მან.

რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ეს ლხინის სუფრა ხოლმე, ამიტომ მქონდა წინადადება, რომ კი ბატონო, გაიზარდოს 50 კაციანამდე, თუ ყველა აცრილი იქნება, ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი.” – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g