LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

128
გამოცდების ეროვნულიცენტრი

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ყველა საგანში უკვე ცნობილია. დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოცდების ცენტრს სააპელაციო განცხადებით მიმართონ.

10 აგვისტომდე აპლიკანტებს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აქვთ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 38000-მეტი ადამიანი დარეგისტრირდა აქედან საგამოცდო ცენტრებში 94% გამოცხადდა.

რაც შეეხება აპელაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, შესწორებები ხდება თავიდან, დამოუკიდებელი კომისიის მიერ. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ქულის როგორც მომატება, ასევე დაკლება.

“აბიტურიენტებმა აპელაციები უნდა გააკეთონ ონლაინ – შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე და იქ არის დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეავსონ სააპელაციო განაცხადი. შემოწმება ხდება თავიდან, დამოუკიდებელი კომისიის მიერ, შესაბამისად, შესაძლებელია როგორც ქულის მომატება, ასევე დაკლება,”- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g