აშშ-ს კონგრესი საქართველოს დახმარების სახით 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია 2018 ფინანსური წლისთვის აშშ-ს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესში გავრცელდა.
“საქართველოს დახმარების სახით გამოეყოს სულ მცირე 105 325 000 დოლარი, ხოლო უკრაინას – სულ მცირე 420 700 000 დოლარი“, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის უკრაინისთვის განკუთვნილი 200-მილიონიანი სამხედრო დახმარება.
ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრის ჩატარების ბოლო ვადა პარასკევია, რის შემდეგაც ბიუჯეტს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა უნდა მოაწეროს.