LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ტყუილი “ფეისბუქზე” – რა არის სინამდვილეში BFF?

323

“facebook- ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა BFF გამოაცხადა. დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიში დაცულია Facebook- ზე, დაწერეთ BFF კომენტარებში.

თუ ზემოაღნიშნული (BFF) ნაჩვენებია მწვანე ფერში, თქვენი ანგარიში დაცულია”, – ამ შინაარსის პოსტები სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად ეს ვირუსული Fake ნიუსია.

პოსტად ან კომენტარებში BFF-ის დაწერა არ გიჩვენებთ თქვენი ანგარიშის დაცულობის დონეს.

იმის მიუხედავად, რომ მომხმარებლების ნაწილმა, ამ ტყუილის შესახებ იცის, გამწვანებული BFF -ს კომენტარები არ წყდება.

რა არის BFF?

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ რა არის BFF და რატომ მწვანდება ის ზოგიერთ მომხმარებელთან, ზოგიერთთან კი – არა.

ეს სინამდვილეში “ფეისბუქის” ჩაშენებული ფუნქციაა, რომელიც ზოგიერთ სიტყვას ან სიმბოლოს სხვადასხვა ფერად ანთებს.

BFF (best friends forever) – ნიშნავს “საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ”. მისი დაწერისას შესაძლოა გამოჩნდეს ორი ხელის ანიმაციაც (თუმცა არა ყოველთვის)

ასეთი ანიმაცია ასევე ჩნდება BFFS-ის აკრეფის დროსაც.

ეფექტები და ფერების შემცველია ასევე შემდეგი სიტყვებს: “rad,” “lmao,” ასევე “thank you so much”, “XOXO”.

ამ ტყუილის სწრაფი ტემპით გავრცელება გამოიწვია იმან, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ფეისბუქი სკანდალშია გახვეული მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების გამო.

ასე რომ, სანამ ყალბი სიახლის გავრცელებაში მიიღებთ მონაწილეობას – გადაამოწმეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები