საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში განცდილი მარცხის გამო საზოგადოების წინაშე მოიბოდიშა.
“ჩვენ შეიძლება გავაკეთეთ ის, რაც ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო საკმარისი. სრულიად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების ტკივილი, რომლებმაც ნახეს, რომ მათი სახლები ან ქონება იწვის. ქვეყანა უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიის წინაშე დგას”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საბერძნეთში ივლისის ბოლოდან 580 -ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, რასაც ძლიერა სიცხე და ქარმა შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი ხანძარი კუნძულ ევიაზე მძვინვარებს, სადაც მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა, დამწვარია ათობით სახლი და ჰექტრობით ტყე. კუნძულზე ხანძარს 650-მდე მეხანძრე ცდილობს.
ხანძრების შედეგად, სამი ადამიანი, მათ შორის მოხალისე მეხანძრე, დაიღუპა. რამდენიმე დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
