ფეისბუქმომხმარებელი ლადო წითელაძე სოციალურ ქსელში, სასულიერო პირის სურათს აქვეყნებს, რომელიც გადასაადგილებლად ველოსიპედს გამოიყენებს.
წითელაძე წერს, რომ ეს მღვდლის პირველი ტრანსპორტია ცხოვრებაში.
“მამა ანდრია, მარტვილში ჩასულს, ასე დამხვდა, ” წირვაზე მივდივარო”. ძალიან მომწონს ეს კულტურა და ალბათ სასულიერო პირები ამგვარი “ქადაგებითაც” უნდა გადიოდნენ ხალხში და არა მხოლოდ სიტყვით.
p.s პირველი ტრანსპორტია მის ცხოვრებაში”, – წერს ლადო წითლიძე.