LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში თალიბანმა ხელში ჩაიგდო ყუნდუზის აეროპორტი

58
თალიბები

თალიბანმა ავღანეთში ხელში ჩაიგდო ჩრდილოეთის სტრატეგიული პროვინცია ყუნდუზის დედაქალაქი, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ასობით წევრი ჩაბარდა – იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ე შარიფში პრეზიდენტი აშრაფ ღანი ჩავიდა, გარშემორტყმული სამთავრობო ძალების გასამხნევებლად.

„ყუნდუზის აეროპორტი ექსტრემისტების ხელში 11 აგვისტოს გადავიდა, როცა სამთავრობო ნაწილის უმრავლესობა მათ დანებდა, ნაწილმა კი, თავი ყუნდუზის ალიაბადის ოლქს შეაფარა,“ – უთხრეს „რადიო თავისუფლებას“ ანონიმურობის დაცვის გარანტიით წყაროებმა.

თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა „ტვიტერით“ დაწერა, რომ ჯგუფი აეროპორტს დაეპატრონა და ატვირთა ვიდეო, რომელიც თითქოს აჩვენებს, როგორ უერთდებიან სამთავრობო სამხედროები ექსტრემისტთა რიგებს.

თალიბანი ამჟამად რეგიონული დედაქალაქების მეოთხედზე მეტს აკონტროლებს.

წყარო: „რადიო თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g