მომღერალი ია ჩანტლაძე „ფეიქსბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის პანდემიის დროს მომხდარ პირად ტრაგედიაზე წერს. მუსიკოსი მოუწოდებს ადამიანებს დაიცვან რეგულაციები და გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს.
„შარშან შვილები რომ გავაჩინე , ძეობა არ გადაგვიხდია- თავყრილობას მოვერიდეთ; ბავშვები მოვნათლე და რიტუალის მერე კულტურულად “დავიშალეთ”; მამა მომიკვდა და ქელეხს მოვერიდეთ; პირბადეს არ ვიცილებ და როგორც კი ვაქცინაციის საშუალება მოგვეცა-მთელი ოჯახი ავიცერით.. მაინცდამაინც კარზე უნდა მოგადგეთ ახლობლის სიკვდილი, უპასუხისმგებლო ადამიანებო, რომ პირბადე მაინც გაიკეთოთ და ღრეობა-ღრეობა არ იაროთ??!! აღარაფერს ვამბობ აცრაზე- უკვე ბევრი ითქვა! ყველამ რაღაც დოზით უარი უნდა თქვას ცხოვრების ძველებურ წესზე დროებით, რადგან ასეა საჭირო! ადამიანობა მაგას ჰქვია , როცა შენი ზღურბლის მიღმა სხვაც გაინტერესებს“, – წერს ია ჩანტლაძე.