სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქი – ყანდაარი დაიპყრო. ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი 34-დან მე-12 ადმინისტრაციული ცენტრია, რომელზეც „თალიბანმა“ კონტროლი ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაამყარა.
ავღანეთში თალიბანმა ხელში ჩაიგდო ყუნდუზის აეროპორტი
12 აგვისტოს, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქი ჰერათი და ქაბულიდან სამხრეთ-დასავლეთით, 150 კილომეტრში მდებარე ღაზნი. ამ ქალაქზე კონტროლი „თალიბანს“ გზას უხსნის ავღანეთის დედაქალაქისკენ.
