თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ქასთამონუს პროვინციაში 60 ადამიანი დაიღუპა. სინოფის პროვინციაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბართინში კი 1 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციები სტიქიის ზონებად გამოაცხადა.
