პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია-პერფომანსი სახელწოდებით “კალა ტაქსი გამომიძახე” გამართეს.
,,ტრანსპორტი ხალხისთვის!” „მილანში ტრანსპორტი მუშაობს”, „კალა, ტაქსი გამოგვიძახე!” – ამ შინაარსის ბანერებით აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერს მიმართეს.
ისინი მოითხოვენ, გაიზარდოს მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა და გაკონტროლდეს მგზავრთა რაოდენობა, ისე როგორც ამას ევროპული ქვეყნები აკეთებენ.
აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს ტაქსზე გაზრდილ ტარიფები.
“მერიას უნდა შემოეთავაზებინა ორი ვარიანტი – ტრანსპორტის რაოდენობა გაეზარდა და მგზავრთა ნაკადი გაეკონტროლებინა, ისე როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება. თუ მსგავსი ვარიანტი მერიას არ მოსწონს, მაშინ გვაქვს სხვა ვარიანტიც: “კალა, ტაქსი გამოგვიძახე”, – აღნიშნა პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, მიხეილ ირემაძემ.