2018 წლის 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ სათამაშოების გამოფენაში – Kids Turkey 2018.
გამოფენა სტამბოლში გაიმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 130-ზე მეტი სათამაშოს მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებული პირები, 2018 წლის 4 აპრილამდე, უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს შემდეგ ნომერზე: 15 25
გამოფენის შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.kidsturkey.com/