ბინების გაქირავება დღიურად ბოლო პერიოდში მეტად აქტუალური და მომგებიანი გახდა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად იმატა დღიურად გასაქირავებელი ქონების რაოდენობამაც და ბაზარიც უკვე ამ მხრივ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.
დღიურად გასაქირავებელი ქონება კეთილმოწყობილი უნდა იყოს, დამქირავებელს არ უნდა უხდებოდეს საყოფაცხოვრებო საკითხებზე ფიქრი, კომფორტის შექმნა ამ შემთხვევაში გამქირავებლის ინტერესშიც შედის, რომ უფრო მეტი მსურველი მოიზიდოს.
Area.ge – კომფორტული არჩევანი ბინების მოსაძებნად დღიურად
თუ დაინტერესებული ხართ დღიურად ბინების ქირაობა – გაქირავებით, უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ. არეაზე წარმოდგენილია დღიურად გასაქირავებელი ბინების ფართო არჩევანი, მახასიათებლებისა და კომფორტულობის მანიშნებელი დეტალები მოცემულია განცხადებაში და აღბეჭდილია ქონების ამსახველ ფოტომასალაზე. ნათლად გადმოცემული აღწერილობა, დაგეხმარებათ მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება.
პლატფორმაზე ჩაშენებული საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას, ბინები თქვენთვის მნიშნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით მოძებნოთ. თუ გსურთ, ბინა ვაკე- საბურთალოს ტერიტორიაზე იქირაოთ, საძიებო ველში მიუთითებთ ამ უბნებს და მხოლოდ აღნიშნულ ლოკაციაზე გასაქირავებელი ქონების შესახებ არსებულ განცხადებებს იხილავთ, ამით დაზოგავთ დროს და არ მოგიწევთ მთელს თბილისში არსებული დღიურად გასაქირავებელი ბინების განცხადებების კითხვა – დათვალიერება თქვენთვის სასურველის საპოვნელად.
მოძებნე ბინები დღიურად თბილისში არეას დახმარებით და ძალიან მოკლე დროში იპოვი შენს მოთხოვნებზე მორგებულ სივრცეს თბილისის ნებისმიერ უბანში.
რა ღირს ბინის ქირაობა დღიურად თბილისში?
დღიურად გასაქირავებელი ბინების ფასს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ სეგმენტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კეთილმოწყობას და კომფორტს. თანამედროვე რემონტი, გათბობა – გაგრილების სისტემა, აივანი, ხედები, ოთახების რაოდენობა, კომფორტული ავეჯი, პირველადი მოთხოვნილების ნივთები, ჭურჭელი – თუ იქნება ბინაში, რასაკვირველია, მისი ფასიც მაღალი იქნება სუფთა, მაგრამ ძველ რემონტიან ბინასთან შედარებით. გარდა ამისა, ფასზე დიდ გავლენას ახდენს უბანი და ადგილმდებარეობა.
დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგვექმნას მიმოვიხილოთ ფასები უბნების მიხედვით: საბურთალოზე 3 ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას დღიურად – 120 – 150 ლარის ფარგლებში იქირავებთ, სტანდარტულ ბინას, ძველი რემონტით 60- 80 ლარად; სხვა ვითარებაა დიდუბეში, სადაც იმავე ფართს ბინისთვის 30 – 80 ლარი დაგჭირდებათ; მთაწმინდა, ვერა სოლოლაკში – 150 – 250 ლარია დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი, ამ უბნების შემთხვევაში ფასზე გავლენას ახდენს ნაგებობის სტატუსი, ახალაშენებულ კორპუსებში ფასი უფრო მაღალია, ძველ პროექტებში კი შედარებით დაბალ ფასადაც შესაძლებელია ბინის პოვნა, ანალოგიური ვითარებაა პლეხანოვზე და ფასები 50 -170 ლარის ფარგლებში მერყეობს.
არეაზე განთავსებული, დღიურად გასაქირავებელი ბინების მრავალფეროვნება უტყუარი ნიშანია იმისა, რომ აუცილებლად იპოვით თქვენს სურვილებზე და ბიუჯეტზე მორგებულ ბინას დღიურად.