LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა – დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

291
avaria-750x430

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურად მძიმეა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი პოლიტრავმით სენაკში კლინიკა “სენამედში”, მამაკაცი კი თავის ქალის ტრავმით ბათუმში სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g