LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძე ქართველი ქირურგის შეცდომის გამო გერმანიის კლინიკაში მოხვდა – „ჩამიტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია…“

14621
fortuna dali chitaladze

„ამ პოსტს ვუძღვნი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ცხოვრებაში ჯანმრთელობა, გულისხმიერება, სიკეთე და გვერდით დგომა პრიორიტეტულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს❣️

ნარკოზიდან და ერთი დღე ღრმა ძილიდან გაბრუებულმა, ეკლესიის გუმბათების ლამაზმა ხმამ გამაღვიძა, თვალი რომ გავახილე, ჩემს წინ ბავშობაში წაკითხული ანდერსენის ზღაპრული ულამაზესი ქალაქის პეიზაჟი გადაიშალა, ვფიქრობდი, კიდევ ლამაზ სიზმარს ვხედავ ალბათ-მეთქი, მაგრამ ტკივილმა გამახსენა რატომ მოვხვდი აქ გერმანიაში, ბავარიის კუთხეში, პატარა ქალაქ კულმბახის კლინიკაში , ამ ფიქრებში წასულს კიდევ უფრო მაფხიზლებს ულამაზესი მედდა კრისტინა; guten morgen frau Chitaladze ?, მხიარული თვალები შემომანათა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, უნდა აგაყენოო, მოკლედ, ისეთი მხიარულებით შხაპი მიმაღებინა, დამკრემა, დამვარცხნა და მერე უგემრიელესი საუზმე თავისი ხელით მაჭამა…. თავი მართლა კეთილი ფერიების გარემოში, ზღაპარში მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამიტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია, ძალიან დიდ კომფორტით და გულისხმიერებით გაიარა პოსტოპერაციულმა პერიოდმა, 10 დღის მერე დავბრუნდი სახლში❣️

ცხოვრებაში როცა აწყდები ასეთ სირთულეებს, რასაც ჯანმრთელობის დაკარგვის წინაშე დგები, როცა შეიძლება, ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში და შენ გარშემო ადამიანებშიც, არასოდეს წარმომედგინა, რომ როდესმე ასეთი რამე დამემართებოდა, რა თქმა უნდა, ქართველი ქირურგის შეცდომის შედეგი იყო, რაც მჭირდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა❣️

რომ არა საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Kakha Kaladze, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, Nino Nadiradze, Ia Parulava, Anri Jokhadze, Giorgi Gasviani, Olga Kheit, Maka Razmadze, Nana Shukvani, Mariam Kublashvili, Tika Sheri, Kristi Kipshidze Teona Metreveli, Ekaterina Jojua, Datuna Sulikashvili ამ საურველ საწადელს ვერ მივაღწევდი❣️ და ამ სასწაულ ოპერაციის ავტორებს, ექიმ @Arkadiusz Kosmala და ექიმი Irakli Katsitadze, არ შემიძლია, არ ავღნიშნო პატარა ბიჭის, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტის Dimitri Karchava უდიდესი ყურადღება, რომელიც კლინაკაში ზაფხულის არდადეგებზე სტაჟიორად მუშაობდა ❣️ და ბოლოს ჩემს შვილს, ვახტანგ სუთიძეს, რომელიც ერთი წუთით არ მომშორებია❤️
ბედნიერებაა, როცა შენი ოჯახი და შენი მეგობრების გუნდი შენზე ასეთ ზრუნვას და გვერდით დგომას არ იშურებენ, რომ თავი ისევ სრულყოფილ ადამიანად იგრძნო❣️❣️ გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, გისურვებთ ჯანმრთელობას ❣️“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g