LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი სკრიპალის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების გასაჯაროებას ითხოვს

98

რუსეთმა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგების გასაჯაროების მოთხოვნით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიმართა.

დოკუმენტში, რომელიც 13 პუნქტისგან შედგება, ლავროვის უწყება ორგანიზაციისგან, დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

პარალელურად, საგამოძიები მოქმედებები გრძელდება ქალაქ სოლსბერიში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყოფილ რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე თავდასხმა ქიმიის კარგად მცოდნის მიერ არის შესრულებული.

სკოტლანდიარდის ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომლის მეშვეობითაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, ყოფილი რუსი აგენტის საცხოვრებელი სახლის სახელურზე აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g