LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიტინგზე რომ არ გამოსულიყვნენ, ამოკეტა ადამიანები ბინებში…” – ნათელაშვილმა ჰააგის სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

93
shalvaa

“როგორც შეგპირდით, დღეს ჰააგის ტრიბუნალზე გაგზავნილია სარჩელი, ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხისთვის, კოვიდგენოციდის მოწყობის გამო”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, პანდემია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის პანდემია გამოიყენა.

“მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონვენციები გენოციდს განმარტავენ, როგორც ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც იწვევს მასობრივ სიკვდილიანობას. დღეს, აი, ამ განზრახ შექმნილი პირობებით, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ხალხი რომ მიტინგზე არ გამოსულიყო, ამოკეტა ადამიანები თავის ბინებში, არ შემოიტანა განზრახ ვაქცინები, არ გადააწყო ჰოსპიტალური სექტორი და დღეს სიკვდილიანობის კოეფიციენტით საქართველოს უკავია პირველი ადგილი”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 200, ხოლო გარდაიცვალა — 60 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები