კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. „Golf 3-ის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.