შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისფტროში დაუდასტურეს.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
