“დღეში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია „ლოქდაუნით“ ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია თვლის, რომ მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების პოზიცია და მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.
„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, როგორია მათი პროგნოზი კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსის გამძაფრება თუ არგამძაფრება, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათ უნდა ისაუბრონ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და ამ მიზეზებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რატომ მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე”,-განაცხადა ნიკა მელიამ.