LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს – ეპიდემიოლოგებმა უნდა გვითხრან

91
ნიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს.

„არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ.

ნაცვლად იმისა, რომ გვითხრან, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს მათივე უმოქმედობით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და პროპაგანდისტულად საუბრობენ, თითქოს ოპოზიციას დაამარცხებენ“, – აღნიშნა თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე  პოლიტიკოსების განცხადება:

დავით კირკიტაძე: რაც მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს

ვაშაძე: მივმართავ გამყრელიძეს, გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

„ნაც-ქოცური“ კინკლაობა იმდენი ხანია გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის მოსაწყენიც კი გახდა – ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g