LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაც-ქოცური“ კინკლაობა იმდენი ხანია გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის მოსაწყენიც კი გახდა – ხვიჩია

60
იაგო

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ოპოზიცია არ უნდა აჰყოლოდა, რადგან ეს მათთვის წამგებიანია.

შალვა პაპუაშვილი: არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებების პასუხად „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ ოპოზიციას არჩევნების ეშინია, მოსალოდნელი იყო.

„მგონი „ქართული ოცნების“ ამ განცხადებაში რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჩვენ არ უნდა ვიგულისხმებოდეთ იქიდან გამომდინარე, რომ სანამ რომელიმე პარტია გააკეთებდა განცხადებას ლომჯარიას გუშინდელ ინიციატივაზე, მე ის შევაფასე როგორც არასერიოზული და ვთქვი, რომ ეს არ შეიძლება იყოს არჩევნების გადადების მიზეზი ისევე, როგორც აქამდეც ხშირად ვიძახდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ჩატარებაც უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად და სხვა ტიპის მმართველობის განხორციელებაც.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ამ განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აყოლოდა გუშინ და მოსალოდნელი იყო ის, რაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა – თქვა, რომ ოპოზიციას ეშინია არჩევნების, ამიტომ უნდათ, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ და ა.შ. თვითონ თქვეს, რომ არჩევნები არ გადაიდება.

მე არ ვიცი, რომელი ოპოზიცია იგულისხმეს, ვინ აჰყვა ამას სერიოზულად და ვინ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციისთვის ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ, არის წამგებიანი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის „ქოც-ნაცური“ კინკლაობის ამბები, რომელსაც დიდ ყურადღებას აღარ ვანიჭებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასოდეს მთავრდება და სულ ერთნაირია, საქმეზე კი არ არის საუბარი, არამედ მეორე მხარის დამცირებაზე და ბულინგზე და იმდენი ხანია ეს გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის ცოტათი მოსაწყენიც კი გახდა,“- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველის განცხადებით, არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე უნდა დაიწყოს მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია არჩევნების ჩატარება ამ ვითარებაში. დისკუსიის დაწყების საჭიროებას ხედავს ოპოზიციის ნაწილიც.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ოპოზიციამ ეს კამპანია იმიტომ წამოიწყო, რომ არჩევნებში წაგების ეშინია.

დავით კირკიტაძე: რაც მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს

ვაშაძე: მივმართავ გამყრელიძეს, გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g