LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია – 39%, მამუკა წოწერია 32% – თამარ კორძაია “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შიდა კვლევას ასაჯაროებს

120
image-2021-08-26-185522

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს.

ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ოცნების” კანდიდატს მამუკა წოწერიას – 32%, პარტია „საქართველოსთვის” კანდიდატს კი მხარს გამოკითხულთა 21%

კორძაიამ „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ხელისუფლება ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას ერთგვარ „შავ პიარს“ ეწევა

magti 5g