ელექტრონულმა პიკაპმა R1T ახალი შესაძლებლობის დემონსტრირება გადაწყვიტა. ავტომობილი წყალსაცავში მოათავსეს და 91 სმ–ის სიღრმის წყალი მან უპრობლემოდ გაიარა. გამოცდის ვიდეო Rivian–ის ხელმძღვანელმა თავის „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
ბუნებრივია, ჯერ კიდევ არ გამოსული მოდელის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
ტესტის დროს Rivian–ის პროტოტიპი წყალში ჩავიდა და მეორე ნაპირზე უპრობლემოდ ამოვიდა. გზად ის ერთხელაც არ გაჩერებულა. ექსპერიმენტი წარმატებული იყო, წყალი სალონში არ მოხვდა და ავტომობილის ელექტრონიკაც არ დაზიანებულა.
Our engineers going for a quick dip! pic.twitter.com/1FYukLXXZl
— RJ Scaringe (@RJScaringe) August 29, 2021