LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლეს პუჩდემონი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

109

კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გირაო – 75 ათასი ევრო  კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ორგანიზაციებმა “კატალონიურმა ეროვნულმა ასამბლეამ“ და Omnium Cultural-მა გადაიხადეს.

გირაოს ოდენობა გერმანიის ქალაქ შლეზვიგის სასამართლომ დაადგინა.

გერმანელმა სამართალდამცველებმა პუჩდემონი ესპანეთში ექსტრადირების მიზნით დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ პუჩდემონი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდების გამო დააპატიმრა.

კატალონიის ყოფილი ლიდერი, რომელიც ფინეთიდან ბელგიისკენ მიემართებოდა, 25 მარტს გერმანიაში დააკავეს. მანამდე ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკოსის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერი გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g