იესო ქრისტეს აღდგომა საუფლო დღესასწაულებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა. მორწმუნეები ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. აცხობენ პასკებს, რომელიც იმ მთის სიმბოლოა, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. გარდა ამისა, სიმბოლურად ვნების კვირის პარასკევს, რომელსაც ხალხურად წითელ პარასკევსაც ეძახიან, წითლად ღებავენ კვერცხებს.
კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიციასაც თავისი ისტორია აქვს. მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორს მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ კვერცხი გაუწოდა და მაცხოვრის აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა კი მიუგო: კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა.
უფლის აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომას წელს 8 აპრილს აღნიშნავენ.
ქეთი გიგოლაშვილი