LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი იქნება საქართველოში პირველი „აუთლეტ სოფელი“ – პროექტის პრეზენტაცია 8 სექტემბერს შედგება

238
606970f5e0900

რეგიონში პირველი „აუთლეტ სოფლის“ პროექტის პრეზენტაცია 8 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ თბილისში, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ სოფლის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს.

აღნიშნული პროექტის დეტალების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა, როდესაც გადაცემაში „Forbes კვირა“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ ისაუბრა.

„მსგავსი აუთლეტ სოფელი არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ არის. ეს იქნება აბსოლუტურად ცალკე ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სივრცე, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის მიერ“, – ამბობდა მაშინ გუგა ცანავა.

https://www.youtube.com/watch?v=JaHD3-jH6LQ

მისივე განმარტებით, „აუთლეტ სოფელი“ ტურიზმისთვისაც იქნება ნომერ პირველი ხელისშემწყობი. „სამომავლოდ ვგეგმავთ, ტურისტებისთვის მოვაწყოთ ავტობუსის ტურები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. ეს მათი მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. მიმზიდველი იქნება ისიც, რომ „აუთლეტ სოფელში“ ისეთი ცნობადი ბრენდის ტანსაცმლის შეძენა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: Christian Dior, Dolche&Gabbana – ტურისტი რომ გაიგებს, რომ, მაგალითად, Dolche&Gabbana-ს შარვალს აქ 200 ლარად იყიდის, რა თქმა უნდა, სხვაგან აღარ წავა“, -აღნიშნა გუგა ცანავამ „Forbes კვირა“-ში საუბრისას რამდენიმე თვის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g