მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინის დოზების საერთო რაოდენობამ 5.35 მილიარდს გადააჭარბა- ინფორმაციას Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
ვაქცინაცია მსოფლიოს 183 ქვეყანაში მიმდინარეობს, დღეში საშუალოდ 41.4 მილიონი ადამიანი იცრება.
მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 654 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 534 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 371 მილიონი.
საქართველოში ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში 40 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. საერთო ჯამში კი ვაქცინირებულთა რაოდენობა 1.2 მილიონს სცდება.