LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მედიასთან კომენტარების გაკეთება სთხოვა

70

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს სთხოვა, მედია ოთახში კომენტარები გააკეთონ. კვირიკაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

„მინდა, მინისტრებს ვთხოვო, რომ სხდომის შემდეგ ჩაბრძანდეთ და გააკეთოთ კომენტარები მედია ოთახში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე მიმდინარეობს, ჟურნალისტები კი ამავე შენობის მე-3 სართულზე, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მედია ოთახში იმყოფებიან. სხდომის დასრულების შემდეგ მედია აქტუალურ საკითხებზე მინისტრების კომენტარებს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g