ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი მაღალი არ არის, შესაბამისად გაბუნია ამბობს, რომ უნივერსიტეტებში სწავლის დასაწყებად მნიშვნელოვანია მათ ტემპი გაზარდონ და მასწავლებლებთან ერთად, ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.
აღნიშნულის შესახებ მინისტრის მოადგილემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ ეს საკითხი საყურადღებოა.
„კიდევ უფრო საყურადღებოა საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის გაგრძელების პროცესი. სტუდენტების ვაქცინააციის ტემპი მაღალი არ არის, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად სტუდენტები გააქტიურდნენ და აცრა რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსნებეთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება