LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მაისამდე გაჩერდება

257

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მაისამდე გაჩერდება. ამის მიზეზი კი  რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოებია. თბილისის სატრასპორტო კომპანიის ინფორმაციით, 16 აპრილიდან 30 აპრილამდე  რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები აწარმოებენ.

კომპანიის განცხადებაში  ნათქვამია,  რომ ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები აწარმოებენ.ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g