ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა.
როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მასთან კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, როგორც მერმა თქვა, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში.
„სამართალდამცავები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით ვინაობა დადგენილი არ არის. ყველა სამართალდამცველი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს.
ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რამდენი მოქალაქე და რამდენი თანამშრომელია ადგილზე. სამართალდამცავები ცდილობენ, რომ კომუნიკაცია შედგეს“,-განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.