LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან ხალხის ჯგუფს დაეჯახა

173

მანჩესტერში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში შევარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 15:30 საათზე მოხდა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს სავაჭრო ცენტრ Asda-სთან დაეჯახა. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ფეხების ტრავმა აქვს მიღებული. მომხდარის გარემოებების შესახებ ინფორმაცია დგინდება. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ, მათ შორის იყო საჰაერო სასწრაფო დახმარებაც.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება და ბრალდებული 80 წლის მამაკაცი დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g