ყვარელში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია.
“Rustavi 2”-ის ინფორმაციით დაკავებულია თელაველი მზარეული, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილი.
ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები დღის 4 საათისთვის აიყვანა. ორ საათში ყველა მძევალი გაათავისუფლა, მოგვიანებით კი თავადაც დააკავეს.
მანამდე თანამშრომელთა ნაწილმა შენობა ფანჯრიდან დატოვა, ბანკში დარჩენილი 15 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ კი, თავდამსხმელი ფულს ითხოვდა.