ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში „მიუ“ შტამის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შტამს აგრესიულობას არ მიაწერენ.
როგორც თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ „მიუ“ შტამს აფასებს როგორც ინტერესის საგანს და არა განგაშის საგანს, როგორც ეს „დელტა“ შტამთან მიმართებაში მოხდა.
„დელტა“ შტამი მაინც მთავარი წუხილის საგანი ხდება. „მიუ“ შტამთან დაკავშირებით ბევრი ქვეყანა დაკვირვების პროცესშია, ჩვენთან ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
რაიმე განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ, თუმცა, ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, თუ რა იქნება მსოფლიო გამოცდილება და ამის მიხედვით ჩვენც შესაბამის ზომებს მივიღებთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.