LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ ატირდნენ წითელ ხალიჩაზე ჯასტინ და ჰეილი ბიბერები

857
page

Met Gala 2021 გახსნიდან რამდენიმე დღე გავიდა. ინტერნეტსივრცეში ვარსკვლავური წყვილი, ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოდლუინის არაერთი ემოციური ფოტო გავრცელდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მზრუნველი ჯასტინი მეუღლეს თვალიდან რაღაცას აშორებს. ფოტოებმა მალევე დაიპყრო საზოგადოების გულები, თუმცა ახლახანს რეალური ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ხედავთ, ღონისძიების სკანდალური მოვლენები აქტუალობას ჯერაც არ კარგავს.

როგორც ირკვევა, წყვილს წითელ ხალიჩაზე მათ სელენა გომესის ფანები დახვდნენ, რომლებიც  მოდელ ჰეილის აგრესიული შეძახილებით  მიმართავდნენ და სელენას სახელს სკანდირებდნენ.

ჰეილი ბიბერმა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა, მას სურდა მისი ცრემლები შეუმჩნევლად დარჩენილიყო და გვერდით მდგომ ქალბატონს მზის სათვალე გამოართვა და ფოტოგრაფების წინ პოზირება გააგრძელა. როდესაც ჯასტინმა აღნიშნული სცენა და მეუღლის თვალებზე ცრემლები შენიშნა, გული აუჩუყდა და თავადაც ატირდა.

ვიდეო: სელენა გომესი ახალი სიმღერებით ჯასტინ ბიბერს დაშიფრულ ტექსტებს უგზავნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები